შეინახე შენი მგზავრობა
მანძილი, დრო და სიჩქარე — ტრიპის დასრულებისას ნახე შეჯამება და თავად გადაწყვიტე, შეინახავ თუ წაშლი.
შენი ყოველდღიური გზისთვის
შეინახე შენი Tripi-ში. ჩაწერე მგზავრობები, დააგროვე XP და აღმოაჩინე, სად მიგიყვანს შემდეგი გზა.
აპის გამოშვება მზადდება
EVERY ROAD. YOUR STORY.
ეს არის ტრიპი
სამსახურის გზა, ქალაქგარეთ გასვლა თუ შაბათ-კვირის მოგზაურობა — ყველაფერი ერთ ისტორიაში.
Tripi აერთიანებს შენს მგზავრობებს, მიღწევებსა და ავტომობილის ჩანაწერებს. ნახე საკუთარი პროგრესი და გაუზიარე მეგობრებს მხოლოდ ის, რასაც თავად აირჩევ.
ეკრანის გასადიდებლად შეეხე ფოტოს.
ინტერფეისის პრევიუები · სატესტო მონაცემები.
შეხედე შიგნით
მანძილი, დრო და სიჩქარე — ტრიპის დასრულებისას ნახე შეჯამება და თავად გადაწყვიტე, შეინახავ თუ წაშლი.
შეასრულე დღიური, ყოველკვირეული და ყოველთვიური მისიები. დააგროვე XP, გაზარდე დონე და შეინარჩუნე სტრიკი.
აირჩიე ქალაქი და მაჩვენებელი. ნახე ტოპ 50 და საკუთარი პოზიცია მაშინაც, როცა ამ სიაში ჯერ არ ხარ.

შენი კონტროლის ქვეშ
შენი გავლილი მარშრუტის რუკა სხვა მომხმარებლებისთვის საჯაროდ არ ჩანს. პროფილისა და სტატისტიკის გაზიარებას თავად მართავ.
კონფიდენციალურობის შესახებყველაფერი თავის ადგილზე
რაც შენსა და შენს ტრანსპორტს სჭირდება,
ერთ მარტივ აპში.
დაამატე მანქანა ან მოტო. მიუთითე მოდელი, წელი და ძრავი, მგზავრობისას კი აირჩიე შესაბამისი ტრანსპორტი.
ავტომობილები + მოტოებიჩაინიშნე ზეთისა და სხვა სერვისების დეტალები. სურვილისამებრ მიუთითე შეცვლის ინტერვალი და მიიღე შეხსენება.
ჩანაწერები და შეხსენებებიდაამატე მეგობრები, ნახე გაზიარებული მიღწევები და ერთმანეთს ახალი მიზნების შესრულებაში აჰყევით.
მეგობრები და პროგრესიპარტნიორული შეთავაზებები მალე
Tripi-ში პარტნიორული შეთავაზებებით ფასდაკლებების მიღებასაც შეძლებ. თითოეული შეთავაზების პირობები და მის გასახსნელად საჭირო მიზანი აპში გამოჩნდება.
რეალური პარტნიორული შეთავაზებები ჯერ არ გააქტიურებულა.
ბრენდებისთვის
სარეკლამო ბანერები და ფასდაკლების შეთავაზებები — სივრცე ბრენდებისთვის, რომლებსაც მძღოლებისთვის საინტერესო ამბავი აქვთ.
თანამშრომლობის შესახებშეთავაზებები, რომლებსაც გზად აღმოაჩენ.
კარგი კითხვებია
Tripi-ის საჯარო გამოშვება მზადდება. ოფიციალური App Store-ისა და Google Play-ის ბმულები ამ გვერდზე გამოქვეყნებისთანავე დაემატება.
დიახ, დაგეგმილია პარტნიორული შეთავაზებები და ფასდაკლებები. მათი გააქტიურების შემდეგ აპში გამოჩნდება სარგებელი, მიღების პირობები და მოქმედების ვადა. ამ ეტაპზე რეალური ფასდაკლების მიღება ჯერ არ არის ხელმისაწვდომი.
შენი ტრიპის რუკა სხვა მომხმარებლებისთვის საჯარო არ არის. პროფილისა და სტატისტიკის ხილვადობას აპის პარამეტრებიდან მართავ.
შეგიძლია დაამატო ავტომობილიც და მოტოც. ყოველი ტრიპის დაწყებამდე აირჩიე, რომელი ტრანსპორტით გადაადგილდები.
XP ასახავს შენს პროგრესს აპში. ქულებს იღებ შესაბამისი მგზავრობებითა და მისიებით. დღიური, ყოველკვირეული და ყოველთვიური მიზნები შესაბამისი პერიოდით ახლდება, მიღებული XP კი შენთან რჩება.
ფონურ რეჟიმში ჩაწერას შესაბამისი მდებარეობის ნებართვა სჭირდება. აპი ამ ნებართვის მოთხოვნამდე განმარტებას გაჩვენებს. ჩაწერაზე შეიძლება გავლენა ჰქონდეს ტელეფონის ენერგიის დაზოგვის პარამეტრებსაც.
ანგარიშის წაშლა შეგიძლია აპის პარამეტრებიდან. დამატებითი ინსტრუქცია ხელმისაწვდომია ანგარიშის წაშლის გვერდზე.
შემდეგი გზა იწყება აქ
მალე iOS-სა და Android-ზე.
ოფიციალური ჩამოტვირთვის ბმულები აქ დაგხვდება.
ჩამოტვირთვის მიმდინარე სტატუსის სანახავად აირჩიე შენი პლატფორმა.
მოდი, დავილაპარაკოთ
მხარდაჭერა, უკუკავშირი და პარტნიორობა.